Sunday, April 13, 2014

     ეს მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა სტანდარტების, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ან განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით...
    მოსწავლის ყველა აქტივობის შესაფასებლად აუცილებლად უნდა მქონდეს გამზადებული შეფასების რუბრიკა.
     პროექტის თანამიმდევრობით განხორციელებისათვის კი აუცილებელია -პროექტის ჩეკლისტი.

Wednesday, April 9, 2014

   ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღეს ნასწავლი სასწავლო გეგმის განმსაზღვრელი შეკითხვები...დამამახსოვრდა რომ ძირითადად გვჭირდება სამი სახის კითხვები: ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი.
     ახლა დავფიქრდები და ვეცდები კარგი თემა შევარჩიო პროექტისათვის...ვნახოთ რა გამომივა...

Sunday, April 6, 2014

  ჩემთვის ეს ყველაფერი ახალია. ვფიქრობ სიძნელეების დაძლევაში გამოცდილი და გულისხმიერი ტრენერი დამეხმარება.
  საინტერესო იყო ბუკლეტების შექმნა...თურმე პროექტზე მუშაობის დაწყების წინ მნიშვნელოვანი ყოფილა ბუკლეტის გამოცემა,რომელსიც გარკვეულ აუდიტორიაზე უნდა იყოს გათვლილი. ეს მოტივაციის ამაღლების კარგი საშუალება მგონია...